ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების

სასამართლო პროცესებთან და მართმსაჯულებასთან დაკავშირებით დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში საკუთარ შეხედულებას აქვეყნებს. ,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე , ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ , ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა.
ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების!
ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები -თავად გაანადგურა .
კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა !!!
ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების!
უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ!
ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს- საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს))
ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა.
კარგად გვაჩვენეს -რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!” – წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიებრაელი ექიმების თქმით ერთ წელში მკერდის კიბოს სრულებით დაამარცხებენ
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა