“ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ… სისხლში რომ აბანავეთ მთელი რუსთაველი“ – ლევან ვასაძე

“ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ… რაც რუსთაველზე, სისხლში რომ აბანავეთ მთელი რუსთაველი” – ამის შესახებ განცხადება ლევან ვასაძემ კინოთეატრ “ამირანთან“ გააკეთა. ტერიტორიაზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს კითხვის ფორმულირება დაუწუნა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ – როგორია მისი და აქციის მონაწილეების გეგმები.

“სიმშვიდე არ გყოფნით? ვაპროტესტებთ იმ საშინელებას, რასაც საქართველოს სინდისის და ნამუსის შერცხვენა ჰქვია. ვდგავართ აქ ჩვენი წინაპრების, ჩვენი ზნეობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციების და ღირსების დასაცავად. რას უნდა ვაპირებდე, ხომ ხედავთ რას ვაპირებ, ვდგავარ. რას მეკითხები, გრამატიკა არ გისწავლია სკოლაში, რა კითხვა ეგ არის,“ – აცხადებს ლევან ვასაძე.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის უფროსი – “დაპირისპირების საშუალებას არ მივცემთ”
შემდეგი სტატია” მოვუწოდებ ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, ნუ ჩაიდენენ ისეთ საქციელს, რომელიც დაარტყამს ჩვენი ქვეყნის იმიჯს”