19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

“ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ ამასაც კი მოერია პროპაგანდა”- ნანუკა ჟორჟოლიანი შოვის ტრაგედიაზე

“მომხდარიდან ორ თვეში აღარ ვლაპარაკობდით შოვზე.

ერთ დღეს, დასასვენებლად წასული 34 ადამიანი ტალახში დაიხრჩო.
სხეულის ნაწილების პოვნა უხაროდათ ოჯახებს საფლავები რომ ჰქონოდათ.
ერთი ბიჭი დაკარგულად ითვლება ამ დრომდე.
ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ ამასაც კი მოერია პროპაგანდა. ვინც კითხვებს სვამდა ყველა ტალახში ამოსვარეს.
გლოვაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრები “გიჟებად” გამოაცხადეს
თუ ვინმემ იკითხა, სად იყო ვერტმფრენი, შსს გვიან რატომ ჩაერთო, შეირაცხა მოღალატედ, რომელიც იყენებდა ტრგედიას.
დავნებდით.
განა ვინმეს ვსაყვედურობ, მეც მომერია პროპაგანდა.

პროპაგანდა თუ გადავტეხეთ აღარ შეგვრცხვება, როგორც მე მცხვენია დღეს, რომ მაშინ მომერია”,_ წერა სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა
შემდეგი სტატიასაიამ სტრასბურგს “ქართული ოცნების” საპასუხო პოზიცია წარუდგინა