“ამაზე ჩემ ბავშვობაში იტყოდნენ, სად გავიცინოთო…” – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

ერთპარტიული, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საქართველოს პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ისევ სიტყვიერად ეპაექრება და მის შეკითხვას თავისი ბავშვობისდროინდელი ფრაზით “სად გავიცინოთ? ” პასუხობს. შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანისა და არამარტო მისი ბავშვობის დროს ამ შეკითხვის პასუხად უკანალი იგულისხმებოდა.

გიორგი გახარია:

“ბიჭო, გადავდექი და – რატომ მიგვატოვეო, წავედი და, უი, როდის დაბრუნდებიო და, ივანიშვილმა იცის, ასე ძალიან რომ გიყვარვართ? ხომ არ ეჭვიანობს?..”

თეა წულუკიანი:

“არ გინდათ ახლა ეს იაფფასიანი… ამაზე ჩემ ბავშვობაში ამბობდნენ, სად გავივიცინოთო…”.

შეგახსენებთ, დღეს თეა წულუკინის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია ონლაინ-ჩართვის მეთოოდით გამოკითხა და კომიის თავმჯდომარისა და წევრების შეკითხვებს უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიგახარია ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა შავი ზღვის ფლოტის სარდალი, ვიცე-ადმირალი ილდარ ახმეტოვი მოკლეს