ამათზე აღარ – იმათზე ვბრაზობ, თანამებრძოლებად რომ მიმაჩნდა და ამ ხროვას ემსახურებიან – კობა ხაბაზი

კობა ხაბაზი წერს, რომ უკვე კარგა ხანია, საერთოდ არ ბრაზობს ივანიშვილსა და მის ბანდაზე – აღარც დაჭერებზე და სამარცხვინო კანონებზე

“საერთოდ აღარ ვბრაზობ ივანიშვილსა და მის მოღალატეთა ბანდაზე.
აღარც დაჭერებზე ვბრაზობ, აღარც სამარცხვინო კანონებზე.
ისინი აკეთებენ სწორედ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ კრემლის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში მოყვანილი მოღალატეები.
მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადავიკვეთე და დღეს ამ გახელისუფლებულ მოღალატეთა ხროვას უჭერენ მხარს.

მეგონა ერთად ვიდექით, მეგონა საერთო ღირებულებები გვქონდა, მეგონა სამშობლო მათაც სულში და გულში ჰქონდათ შეწონილი, მაგრამ…
მაგრამ ყველაფერი ყალბი ყოფილა, ყალბი ყოფილა მათი ყოველი სიტყვა სამშობლოზე, პატრიოტიზმი, ღირსებაზე, კაცობაზე, ადამიანობაზე.
დიახ, ვბრაზობ მათზე, ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ ისინი თანამებრძოლები მეგონა ვისთანაც იდეა და ღირსება გვაერთიანებდა.
რატომ განვიცდი ასე მძიმედ?

პასუხი მარტივია:

თუ დღეს ამ ცრუ ხელისუფლების რუსობას ხედავ და მაინც მხარს უჭერ, შენც ღალატის თანაზიარი ხარ, თუ ვერ ხედავ ბრიყვი და რეგვენი.
მოღალატე კი მეგობრად არ მინდა.
რა ვქნა, არც ბრიყვი და რეგვენი მინდა”, – წერს კობა ხაბაზი.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი პატიმრობა არაფერია, ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა” – გიორგი ვაშაძის წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაშსს-ზე კომენტარის დაწერისთვის სასამართლომ პენსიონერი ქალი 2.400 ლარით დააჯარიმა