3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ამათთვის  ყველა არის მტერი, ყველა”- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ყველა მეფე, ყველა ქართველი გმირი, რომელსაც ოდესმე ხმა ამოუღია ან უბრძოლია ამ ქვეყნის მტრებთან, ამათთვის  ყველა არის მტერი, ყველა! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ ამათი გადმოსახედიდან საქართველოს ისტორია თავიდან ბოლომდე არის ხელახლა გადასაწერი. ყველა მეფე, ყველა ქართველი გმირი, რომელსაც ოდესმე ხმა ამოუღია ან უბრძოლია ამ ქვეყნის მტრებთან, ამათთვის ყველა არის მტერი, ყველა! ანუ ესენი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვმდგარიყავით მუხლებზე მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში და ახლაც უნდა ვიდგეთ მუხლებზე, რომ ეს არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა, ვითომ ეს გადაგვარჩენს და ვითომ ასე გადავრჩებით, რაც არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერის მცდელობა და ამ ქვეყნის გმირების, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ ქვეყანას, ამ ღვაწლის გაუფასურება. პირდაპირ ამბობენ, ვიღაცები აღარ მალავენ, პაპუაშვილი შეიძლება ბორძიკობს და ეშინია, რომ ივანიშვილის გარეშე რამე ისეთი ზედმეტი არ წამოსცდეს, მაგრამ ვიღაცები ამას პირდაპირ, ღიად ლაპარაკობენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი
შემდეგი სტატიაკალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: მნიშვნელოვანია,  რომ იგივე დამოკიდებულება იყოს, რაც ევროპაშია