,,ამათმა სულ გარეკეს-რა უნდა საუნას მთავრობის სახლში?!,,

,,ამათმა სულ გარეკეს… რა უნდა საუნას მთავრობის სახლში?!,, ამ სიტყვებით გამოეხმაურა ადგილობრივი მცხოვრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ოპოზიციონერი ლიდერი და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსეი ნავალნი.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჩუვაშეთში ჩასულ ნავალნის შეხვედრა ჰქონდა ჩებოკსარში მცხოვრებ მოსახლეობასთან და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებთან, რომლის დროსაც მას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ინფორმაცია მიაწოდა ჩუვაშეთის მთავრობის სახლის შენობაში, ადგილობრივი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით საუნის გახსნის შესახებ.
,,მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამათ (ხელისუფლებას რედ.) გარეკილი აქვთ და საუნის გახსნა მთავრობის სახლის ტერიტორიაზე, ამისი მორიგი დადასტურებაა,, განაცხადა ნავალნიმ

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერი ხვალ თბილისში ჩამოდის
შემდეგი სტატიატრამპი ნაზარბაევს შეხვდა