ამასთან დაკავშირებით, მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს – პრეზიდენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

„ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინისადმი სოლიდარობა თბილისის ქუჩებში ყველგან იგრძნობა.

„ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიDRI: ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის 1135 დღე
შემდეგი სტატია11 ნოემბრიდან ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება – მერია