მე ამას ვაკეთებ ხალხის მანდატით, დღეს ისმის ხალხის ხმა

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს პასუხობს, რომლებიც კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით მის კამპანიას აკრიტიკებენ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებითმ ის საზოგადოებასთან არ მსჯელობს კონსტიტუციის რომელიმე მოდელზე, ის საუბრობს იმაზე, თუ რა სურს ხალხს.

”მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქტიურად ჩაერთონ კონსტუტუციის განხილვის პროცესში. ეს პროცესი არის კონსტიტუციის სულისკვეთებაზე. იმის შესახებ, თუ რა გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ განვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც სხვა მოდელს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო. კომისიის თაობაზე განცხადება უკვე გაკეთებული მაქვს, განმარტებული მაქვს მიზეზი, რატომაც მინდოდა თანათავმჯდომარეობა. თანათავმჯდომარეობა მინდოდა იმიტომ, რომ საზოგადოება ჩამერთო ამ პროცესში. ამას ვაკეთებ კიდეც. მე კომისიის მუშაობაში მინდოდა ჩართვა არა მარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით, რომელიც მაქვს – ხალხის სახელით და მე ამას ვაკეთებ. დღეს ისმის ხალხის ხმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამ ხალხის ხმას ისმენენ უშუალოდაც და მედიის მეშვეობითაც, რა მიზანიც მქონდა, რომ ხალხი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა, ამას მე ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაუპირისპირა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირებას