“ამას 1937-ში რომ ეცხოვრა, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა”

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ოქიტაშვილს 1937 წელს რომ ეცხოვრა, რეპრესიებს გაცილებით ბევრი ადამიანი შეეწირებოდა.

“ამას 1937-ში რომ ეცხოვრა, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა…“, – წერს ხუხაშვილი.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის აზრით, ოპერისა და ბალეტის თეატრს ნინო ანანიაშვილი არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

“ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური, ჩვენ თანაბრად ვუდგებით ყველას, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული“
შემდეგი სტატია57 წელი პარლამენტში – ვინ არის ქალი რომელიც პარალმენტარიზმის სათავეებთან იდგა?!