ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს – ერეკლე კოდუა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება

ერეკლე კოდუა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება. ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოდ-ის ყოფილი უფროსი წერს, რომ ის რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური დევნის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა.

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებოდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო,” – ნათქვამია კოდუას განცხადებაში.

შოთაძის უწყება სოდ-ის ყოფილ უფროსს “იმედში” უკანონოდ შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაუმრავლესობის სხდომა “ქართულ ოცნებაში” – შეხვედრაზე ე.წ. ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს