29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

„ამაყი ვარ, რადგან ჩემი შვილის ერთადერთი ‘დანაშაული’ სამშობლოს სიყვარულია“ — ირაკლი ჩხვირკიას დედის ემოციური წერილი სასამართლოდან

სასახლის ღობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულის, ირაკლი ჩხვირკიას დედა სასამართლოზე შვილის საბოლოო სიტყვას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ფბ- პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ამაყია, რადგან ასეთი შვილი გაზარდა.

ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს სიყვარულია – წერს ციცო როსტობაია .

მე ვარ ირაკლი ჩხვირკიას დედა და ამაყად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ ზის ბანდიტობაზე, ბარიგობაზე და ნებისმიერ კრიმინალზე. ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს სიყვარულია და ერთად-ერთი მიზანი თავის სახლში,აფხაზეთში დაბრუნება, რომელიც 33 წელია რუსეთს აქვს ოკუპირებილი და დღევანდელი ე.წ. მთავრობა არგამად მიგვათვრევს რუსეთში.
5 წლის იყო როცა აფხაზეთში ომი დაიწყო და დასრულდა ბედნიერი ბავშვობის ხანა.მედიცინის მუშაკის დედამისის გამო, რომელმაც ჰიპოკრატის ფიცი ბოლომდე შეასრულა, იძულებული იყო მთელი ომი თავისი თვალით ენახა.
5 წლის ასაკში არჩევდა უკვე ყველა ტყვიის და იარაღის სახელს. ხმით იცნობდა სნარიადი იქით მიფრინავდა თუ აქეთ. 6 წლის იყო როცა ბოლო უკრაინის გემით დაჭრილებთან ერთად დავტოვეთ ჩვენი სამოთხე დედამიწაზე. შეგვიფარა აჭარამ 13 წელი” – წერს ირაკლის დედა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატიაგდდ-ს ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”