ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით – ქეცბაია

თემურ ქეცბაია ევროპის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში

ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გუშინდელ მატჩს.

ქეცბაია ამბობს, რომ მატჩი ფეხბურთელებმა მაღალ დონეზე ჩატარეს და სჯერა რომ შემდეგი თამაში აუცილებლად საქართველსო ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს”.- წერს ქეცბაია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკების შემცირებას, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან
შემდეგი სტატიაკახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე – მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან