ამაღლობელის დაკავებას “კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში” ეხმაურება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და გმობს “კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში”.

“ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე. ნოემბერში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ათობით ქალი ჟურნალისტი გახდა შევიწროებისა და პოლიციის ძალადობის სამიზნე – ამაღლობელი და მისი კოლეგები ადგილზე იმყოფებოდნენ და ახდენდნენ ბათუმში ხელისუფლების მიერ უსამართლო დაკავებების დოკუმენტირებას.

მოვითხოვთ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მოხსნას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შეწყვეტას.” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სასამართლომ ამაღლობელს დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე
შემდეგი სტატია„ოლიგარქი უშველის თავს, რეჟიმის დანარჩენი ჭანჭიკები რას აპირებენ“ – გიორგი პატარიძე