12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე
მომხდარი ინციდენტის შესახებ.
სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით
შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს
დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის
მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე,
ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა
პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც
სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის
მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის
შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას
შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.
სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი
მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე
მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების
მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა
პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები,-ნათქვამია შსს განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ სოციალაურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დააკავეს ძალადობრივი გზით კაცი, რომელიც მოქალაქეს გამოესარჩლა, რომლის დაკავებასაც სავარაუდოდ პოლიცია აპირებდა.

თვითმხილველთა მონათხრობით, მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ კი კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ მამაკაცთან სამართალმდაცველი მიდის, ხელებს უგრეხს, ყელში წვდება და ძალის გამოყენებით ხელბორკილებს ადებს, რის შემდეგაც პენსიონერს გული მისდის და იკეცება.

ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავაგროვო შოპინგისთვის საკმარისი PLUS ქულები? – მოემზადე მომავალი წლის PLUS-ის დაბადების დღისთვის
შემდეგი სტატიაკახაბერ ქემოკლიძე – ჩორჩანის თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა, ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონია, ისეთს გამოთხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება