ამაღამ და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

ამაღამ და ხვალაც შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. ასევე, მაღალმთიან რაიონებში ზოგან იქნება ქარბუქი და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში; აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. ამაღამ და ხვალ კი შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ხვალ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიც არის მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში.

16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.

16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.
სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არავინ არსად გაქცევას შიშის გამო არ აპირებს