ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა – ღამის კლუბების განცხადება

“ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი. ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.

მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:

თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

The Cultural and Creative Industries Union of Georgia
4GB
BASSIANI
Boom Boom Booking Agency
Bude
CAFE-GALLERY
Colibri
DAISI • დაისი
დედაენის ბარი
KHIDI
Kibe
Left Bank
Lisi Rest
Lisi Wood
MIONI
Millennials
მტკვარზე • MTKVARZE
Mzesumzira
რეფლექტორი / Reflector
ROKVA
Swing Festival
Tbilisi Open Air
TES
TIVI • ტივი

banner
წინა სტატიაშითიბისი ლიზინგი GGF-ის ახალი პლატფორმის „მწვანე გზის“ პარტნიორია
შემდეგი სტატიაე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იანვარში გაგრძელდება