ამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს- სერგო რატიანი

„ამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა არჩევნები მეორე ტურთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

სერგო რატიანი იმ დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, რაც არჩევნების დღეს გამოვლინდა.

„უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, კრიმინალების გამოყენება, კორუფცია, ამის ფასად და დემოკრატიის დაზიანების ფასად შეძლო გარკვეული შედეგის დადება ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პირობებში, ამ უპრეცედენტო მოსყიდვის, დაშინების პირობებში, იმ პირობებში, როდესაც დარღვეული იყო კონფიდენციალობის პრინციპი და ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალურად დაუცველი იყო, უბრალოდ ლუკმა-პურის საქმე იყო, მიუხედავად ამისა, ამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს, მის და მის რეჟიმს,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების დროს „ოცნებამ“ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი – ოპოზიცია აჭარაში გამოვლენილ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაყველაზე სახიფათო ტენდენციაა, ქუჩის და კრიმინალური მენტალიტეტის ადამინების ჩართვა საარჩევნო პროცესებში – ზაალ უდუმაშვილი