ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

​შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “გამარჯვებული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

შსს-ში განაცხადეს,რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე: მომავალ წელს 14 მილიარდამდე გაიზრდება ბიუჯეტი და მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას
შემდეგი სტატიაყოველ წელს ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სწორედ მოქალაქეები ზიანდებიან ასეთი დაგეგმილი ბიუჯეტით