ამ წუთებში მოზარდს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება (ინფორმაცია განახლდება)

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრამვა მიიღო, მძიმეა. ამ წუთებში მას ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მძიმეა მეორე მოზარდის მდგმარეობაც, რომელსაც შეჯახების შემდეგ თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აღენიშნება, შესაბამისად, ის ხელოვნური კომის მდგომარეობაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს დაზიანებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, თამარ მეფის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ეკლესიის სიახლოვეს, ცხრასართულიანი კორპუსის წინ “ვიტოს” ტიპის სამარშრუტო “მერსედესი” სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დელეგაციის შემადგენლობის ფარგლებში იგორ კოსტიუკოვი 15 მაისს სტამბოლს ეწვევა -მის სახელს უკავშირდება ყირიმის ანექსიის დაგეგმვა და დონბასში 2014 წლის ომის ესკალაცია
შემდეგი სტატიაალექსანდრე (კახა) ლომაია: ვალოდიას დილემა-იუწყებიან, რომ ლულამ პუტინს ჩინეთის პრეზიდენტის შის პოზიცია გადასცა – ცეცხლი შეწყვიტე