ამ წუთებში მიმდინარეობს პარტია ,,რეფორმატორების” წარმომადგენლების მხრიდან ჩვენების მიცემა

ამ წუთებში მიმდინარეობს პარტია ,,რეფორმატორების'' წარმომადგენლების მხრიდან ჩვენების მიცემა

ამ წუთებში მიმდინარეობს პარტია ,,რეფორმატორების'' წარმომადგენლების მხრიდან ჩვენების მიცემაამ წუთებში მიმდინარეობს პარტია ,,რეფორმატორების” წარმომადგენლების მხრიდან ჩვენების მიცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ვაჭრობის ფაქტზე.

”რეფორმატორები” მთავრობისგან კონტროლის დაუყოვნებლივ გამკაცრებას მოითხოვენ და პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობენ. „ურეცეპტოდ ვაჭრობა წარმოადგენს კანონის დარღვევას, თუმცა ის იმდენად მომგებიანი ,,ბიზნესია’’ ცალკეული პირებისათვის, რომ მზად არიან დაუფიქრებლად გადაიხადონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ჯარიმა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა. „რეფორმატორები“ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ზემოაღნიშნული საკითხის სიმწვავისგან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები რეცეპტის გარეშე მედიკამენტებით ვაჭრობის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ სანქცია უნდა იყოს არსებითად მკაცრი და დარღვევის ხელმეორედ განხორციელების შემთხვევაში დადგეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.“ – აცხადებს ირაკლი ღლონტი.

პარტია ,,რეფორმატორები’’ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება
შემდეგი სტატია“მალი-სთაილი”- როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მოდის მიმდევრები? (ფოტოები)