ამ წუთებში ხელჩართული დაპირისპირებაა კოდორის ხიდზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მას წინ უძღოდა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა. როგორც ირკვევა, ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც “უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

11 ნოემბერს, საღამოს აფხაზეთში დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. მათი ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა.”თაიმერის” ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ოპოზიციის ლიდერების მხარდამჭერები.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს. აფხაზური  ხელისუფლება კოდორის ხიდის გახსნას შეეცადა, რასაც მოსახლეობის დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხალხი იკრიბება და ჭიშკარს ამტვრევს (ვიდეო)
შემდეგი სტატია”არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას” – ლომჯარია