ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ერთ-ერთი საკითხი მოსამართლეთა ტესტირების მეორე ეტაპი იქნება. ჯერჯერობით უცნობია განიხილავენ თუ რა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სკადალთან დაკავშირებულ საკითხებს. სხდომას ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

„მე არ მაქვს უფლება წინასწარ რაიმე განცხადებები ამ საკითხზე გავაკეთო. მიმდინარეობს შესწავლა და გაცნობებთ ყველაფერს,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ სხდომის დაწყებამდე.

შეჩერდება თუ არა მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი, ამაზე პასუხის გაცემა უჭირს ლევან თევზაძეს.

“უნდა ამოქმედდეს მოწმეთა დაკითხვის წესი, რის გამოც სასწრაფოდ გვესაჭიროება, რომ კონკრეტულ სასამართლოებში დაინიშნონ მოსამართლეები, რომლებიც შეასრულებენ ამ ფუნქცია-მოვალეობებს,“ – განმარტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ავტომობილები გადაეცათ
შემდეგი სტატიაგუდაურში პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს