8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები – ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი უნივერსიტეტის ფაქტობრივ გაუქმებას და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაზიანებას ნიშნავს.

ამასთან,ისინი მზად არიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის.
ადგილზე მუშაობს “თაიმერის” კორესპონდენტი, აკო ქიქავა და განვითარებულ მოვლენებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაში“რეალურად, ხდება მათი ტექნიკუმად გადაკეთება” – თსუ-ის ლექტორი მთავრობის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიასააკაშვილი ივანიშვილზე: “მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში”