ამ წუთებში დემეტრე ნაყოფიას ოპერაცია უტარდება

ამ წუთებში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დემეტრე ნაყოფიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა თვალის არეში სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა.

 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა, – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა.

„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს – აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე