რა ხდება ამ წუთებში დასავლეთ საქართველოშო

ამ წუთებში დასავლეთ საქართველოში ინტესიურად თოვს. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება თოვასთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება როგორც ქალაქ ზუგდიდს ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. როგორც “თაიმერს” ფოცხოეწერიდან დაუკავშირდნენ მათ ამ წუთებში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ტექნიკა ვერ ასწრებს გზების გაწმენდას.”თოვა თუ ასე გაგრძელდა ქალაქთან შეწყდება კომუნიკაცია”-აცხადებენ ფოცხოეწრში მცხოვრებნი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18
ფოთის შტაბი: 0493 22 12 95 ,591410326
აბაშის შტაბი: 599 855766
სენაკის შტაბი: 599 85 75 90; 591 90 20 90
ქალაქ ზუგდიდის შტაბი:- 591 44 53 12
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი: – 0415 25 01 23
წალენჯიხის შტაბი:- 599 87 66 88; 599 85 85 77 77
მესტიის შტაბი: 577 92 06 00
ჩხოროწყუს შტაბი: 599 85 66 07 .
ხობის შტაბი: 599856063
მარტვილის შტაბი: 577954849

banner
წინა სტატიაშიბოლო ინფორმაცია – რა მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში
შემდეგი სტატია“თაიმერი” ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს