ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით ვერის პარკიდან კინო ამირანისკენ მიემართებიან

ვერის პარკში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში კინოთეატრ ამირანისკენ მსვლელობით მიემართებიან, ისინი გზაში “საქართველოს” სკანდირებენ.

ლევან ვასაძე და მისი მხარდაჭერების ნაწილი ამ დროისთვის კინოთეატრთან მივიდნენ. “ქართული მარშის” წევრები ცდილობენ ,რომ შევიდნენ კინოთეატრში,რის საშუალებასაც არ აძლევენ სამართალდამცველები,რომლებიც დილიდან ადგილზე არიან მობილიზებულები.

​მსვლელობის მიმდინარეობის დროს სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

​ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. “ამირანის” წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაძალადობრივი ჯგუფები კინო “ამირანში” შეჭრას ძალით ცდილობენ