ამ წერილით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული მმართველობაა – სამადაშვილი

პარტია “ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული მმართველობაა.

მისი თქმით, ქვეყანაში მმართველი გუნდის პოლიტიკას სწორედ ივანიშვილი წარმართავს.

“ეს წერილი კიდევ ერთხელ არის დადასტურება სწორედ იმის, რომ ჩრდილოვანი, ოლიგარქიული მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის აქტიურად ერევა, არა მხოლოდ ერევა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის გამოჩენით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონზე თავდასხმის ხაზის გაგრძელება მოხდება – ხიდაშელი
შემდეგი სტატიაწერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს – სარჯველაძე ივანიშვილზე