“ამ ტიპის დეკვალიფიკაციას “ნაციონალური მოძრაობას” ვულოცავ“ – დავით ბერძენიშვილი ანა დოლიძეზე ბრალდებებს პასუხობს

ანა დოლიძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებას უმრავლესობა ეხმაურება. ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარე ნაციონალების დღევანდელ განცხადებას მდარეს უწოდებს.

„ძალიან მდარეა, ამიტომ ამ ტიპის დეკვალიფიკაციას ნაციონალური მოძრაობას ვულოცავ,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. უმრავლესობის დეპუტატს ანა დოლიძის კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეაქვს.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანი გამორიცხავს, რომ რესპუბლიკელებთან მათი დაპირისპირება გავლენა მოახდინეს ანა დოლიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებაზე. თუმცა, ზურაბ ტყემალაძე პრობლემას თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილის სამუშაო გამოცდილებაში ხედავს.

„პრობლემა არის, რომ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება. პრესაში გაიჟღერა, რომ მას გამოცდაც არ ქონია ჩაბარებული, არ ვიცი რამდენად მართალია. ყველაფერს ვნახავთ დოკუმენტაციის მოსვლის შემდეგ და გავესაუბრებით კიდეც,“ – განმარტა ზურაბ ტყემალაძემ.

დაუჭერენ თუ არა მხარს თავისუფალი დემოკრატები ანა დოლიძის კანდიდატურას, გადაწყვეტილებას ფრაქციის სხდომაზე მიიღებენ. თუმცა, ისინი დოლიძეს პრინციპული იურისტად ახასიათებენ, რომელსაც, მათი თქმით, შეუძლია გაიაზროს და მიიღოს გადაწყვეტილებები რთულ ვითარებებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის კანიდადტურა პარლამენტში ცოტა ხნის წინ შევიდა. საკანონმდებლო ორგანოში მისი კანდიდატურა ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად მომდევნო კვირას დარეგისტრირდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აეროპორტში ირანის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატია“უკვე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი”