ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მოუწევს ამ უხერხული განცხადების გამკეთებელს – ვოლსკი პრემიერის განცხადებას ეხმიანება

ვფიქრობ, უხერხული განცხადების ავტორსა და საქართველოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას კომენტარის გაკეთება მოუწევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი მასხრად აიგდოს. დაძაბული და სერიოზული ვითარებაა, საქმესთან ახლოს მყოფი კომენტარი არავის აქვს. მათი მიზანია დესტრუქცია და დესტაბილიზაციაა. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რასაკვირველია, არ შეიძლება, ეს განვიხილოთ, როგორც პირადი მუქარა, მაგრამ იმ ვითარების აღწერა ხდება, რაც დღეს მსოფლიოშია. ეს საკმაოდ არაკორექტული ფორმით იყო ნათქვამი. ვფიქრობ, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მოუწევს ამ უხერხული განცხადების გამკეთებელს, ასევე საქართველოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ ვერ იმოქმედებს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის – დეკანოიძე