ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები და ის დაკითხული არ არის – ნიკა მელია

ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებსაც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, გია დანელიას მანდატის შესაჩერებლად განცხადების შეტანა სურდათ კარი ჩაუკეტეს.

მოგვიანებით, შენობაში რამდენიმე დეპუტატები შეუშვეს, თუმცა არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შენობის ჰოლში.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ის რაც ახლა ზუგდიდში ხდება აბსურდის თეატრია. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დანაშაულშია მხილებული და არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ამის მიუხედავად ის არ დაკითხულა.

“აბსურდის თეატრია, მაქვს ყველანაირი უფლება, რომ შევიდე. მაგრამ დღეს ჩვენ რატომ მოვედით?- ამ შენობაში მუშაობს ადამიანი გვარად გიორგი დანელია, რომელიც არის აღჭურვილი გეგმით, რომ დააშინოს ადამიანები, დაემუქროს და ეს ყველაფერი თუ არ იმუშაოს გაიტაცოს ყველა ეს კერძო პირები რომ საარჩევნო უბნებთან ვერ მივიდეს. ეს ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული ან უფლებამოსილება შეუწყდეს კვლავ არის დეპუტატად ამ შენობაში. მოვისმინეთ?- თუ დავინახეთ, რასაც ეს ადამიანი საუბრობდა.

ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი,რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს,”-აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის სახურავზე ხანძარია
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია დაკითხა