ამ შენობაში ჩვენზე კარგად იციან ორგანიზატორების მოწოდებებიც, დამნაშავეებიც- ჟორჟოლიანის გამოკითხვა დასრულდა

მთავარია ირაკლი ღარიბაშვილის ნება, უნდა დაისაჯონ თუ არა ორგანიზატორები, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ საუბრობს.

“ამ შენობაში ჩვენზე კარგად იციან ორგანიზატორების მოწოდებებიც, დამნაშავეებიც, ყველაფერი ჩვენზე კარგად იციან. ახლა მთავარია ნება ირაკლი ღარიბაშვილის, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ თუ არა. თუ უნდა დაისაჯონ, იცოდეთ, რომ საქმე ამისთვის გამზადებულია. ვიდეოსამხილები რაც მივეცით და გავშიფრეთ, ყველაფერი იცოდნენ. ეს არის თემა, რომელიც საჭიროებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს გამომძიებლები ვერასოდეს ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ აქ, – ამბობს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში“დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე არის დელტა”
შემდეგი სტატია“ოცნების” დეპუტატი წულუკიანზე: ძალადობა არ იყო