ამ შეხვედრისთვის რუსეთის ფედერაცია მოვიდა უფრო მწყობრად და კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიით- ვალერი ჩეჩელაშვილი

თბილისსა და მოსკოვს შორის 11 წლიანი პაუზის შემდეგ დაწყებული დიალოგი დილიდან შეფასებების თემაა. არის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დამალა ხელისუფლებამ შეხვედრა, რატომ გაიგო ქართულმა საზოგადოებამ ინფორმაცია რუსული წყაროებით და რატომ არ დაიგეგმა თბილისში შიდა კონსულტაციები.

ექსპერტებს აინტერესებთ, ამ ფონზე რამდენად მკაფიო იყო ქართული მხარის გზავნილები.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ამჟამად კი ”ალექსანდრე რონდელის ფონდის” მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული რუსეთთან მოქმედების გეგმა:

“მე ვერავითარ ტრაგედიას ამ შეხვედრაში ვერ ვხედავ, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ეს მოვლენები გვიჩვენებს რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ეს შეხვედრა. მე იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის რაიმე ახალი პროცესის დასაწყისი. უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ შეხვედრისთვის რუსეთის ფედერაცია მოვიდა უფრო მწყობრად და კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიით, ჩვენ ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული იმ მოქმედებების გეგმა, რომლითაც ჩვენ რუსეთთან უნდა ვიმოქმედოთ,”- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ეროვნული ვალუტის რყევა და არასტაბილურობა ყველა მოქალაქის შემოსავლებსა და გეგმებს ურტყამს
შემდეგი სტატია“26 წელია, შორიდან ვიხსენებთ ქალაქს, რომელიც ყველა ჩვენგანის სულის ნაწილია”-ქეთევან ბაკარაძე