ამ შეხვედრას აზრი ჰქონდა იმიტომ, რომ გაიხსნა კარი, რომელიც იყო დახურული და ყრუ კედელი იყო ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის

„შეშფოთებული ვიყავი იმ არაადექვატურობით, რომელიც დღეს დავინახე ხელისუფლების მხრიდან“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი განცხადებით, დიპლომატიურმა კორპუსმა ამ შეხვედრისათვის დიდი ძალისხმევა გაიღო და სწორედ ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შეშფოთებულია საერთშორისო თანამეგობრობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

„ამ შეხვედრას აზრი ჰქონდა იმიტომ, რომ გაიხსნა კარი, რომელიც იყო დახურული და ყრუ კედელი იყო ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. ამ კარის დახურვას ძალიან ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი, უბრალოდ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. ჩვენ დავტოვეთ შესაძლებლობათა ფანჯარა იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ადექვატურად შეაფასოს არსებული მოვლენები. მადლობელი ვარ იმ ძალისხმევის, რომელიც დიპლომატიურმა კორპუსმა გამოიჩინა ამ შეხვედრისათვის. სწორედ ეს ძალისხმევა ნათლად აჩვენებს რამდენად შეშფოთებულია საერთშორისო თანამეგობრობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. ის რომ დღეს რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ელჩი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, შაბათს, დილის 10 საათიდან 17 საათამდე იყვნენ დაკავებულნი ამ პრობლემით, ეს დიპლომატიურ ენაზე ძალიან დიდ ძალისხმევას ნიშნავს, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ისინი პირდაპირ კომუნიკაციაში არიან თავიანთ საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და ხელმძღვანელებთან. დღეს უკვე წავიდოდა ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ელჩების და ოპოზიციის დამსახურებაა, რომ ეს შეხვედრა დღეს არ დასრულდა უშედეგოდ. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს დავანახეთ, რომ ძალიან შეწუხებულები ვართ ქვეყანაში არსებული ვითარებით, ვართ კონსტრუქციულები და ვთავაზობთ გამოსავალს ხელისუფლებას. შეშფოთებული ვიყავი იმ არაადექვატურობით, რომელიც მე დღეს დავინახე ხელისუფლების მხრიდან,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს