„ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება მიზანშეწონილი,” – გიორგი კახიანი

საპარლამეტო უმრავლესობა, ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, იმაზე, რომ გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებთ, დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ დაუჭერს.

მათი განცხადებით, ვინაიდან პროკურატურაშია ჯერ კიდევ საქმე გამოძიებისთვის, სწორედ ამიტომ, პარალელურად საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება სწორი.

„ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება მიზანშეწონილი. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხშირად აყენებს სხვადასხვა საგამოძიებო კომისიების შემქნის იდეას, უმეტეს შემთხვევაში ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აკეთებენ,“ – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

ქართული ოცნების წევრის ელისო ჩაფიძის განმარტებით, ამ თემაზე მუშაობს საგამოძიებო ორგანოები და „მათ მეტი ინსტრუმენტი აქვთ სიმართლის დასადგენად.“

„მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, თუკი დარჩება გარკვეული კითხვები, მხოლოდ ამის შემდეგ მივცემდი ხმას საგამოძიებო კომისიის შემქნას,“ – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობა ვაზაგაშვილების, რაფალიანცის, თათუხაშვილის, კიწმარიშვილისა და მაისურაძის საქმეების შესახებ ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი თბილისის მერს უსახლკაროებისათვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს
შემდეგი სტატია“ირანი ჩვენი მეზობელია და ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს“ – დავით სერგეენკო