20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“ამ საკითხზე კიდევ ვიმსჯელებთ, ყოველდღე ხომ არ შეიძლება ამის ლაპარაკი”- მამა ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების შეწყალების მოთხოვნაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციური წრეებიდან გაჟღერებულ იმ მოწოდებებს ეხმაურება, რომლებიც ეკლესიისა და ახალი პატრიარქის მხრიდან პატიმრების შეწყალების პროცესში ჩართვას ეხება.

ჯაღმაიძის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა თემის ირგვლივ მუდმივი სპეკულაციები ზედმეტია:

„ვთქვით, რომ ჩვენ ამ საკითხზე კიდევ ვიმსჯელებთ, ყოველდღე ხომ არ შეიძლება ამის ლაპარაკი“, — აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ახალ პატრიარქს აქვს ძალა, დაიწყოს ერის შერიგების პროცესი, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც უნდა მოიცავდეს.

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას სამარტოო საკანში”- ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაშეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია