ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერას, სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში, შევთანხმდით მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებაზე – პუტინი
შემდეგი სტატიაამერიკამ არ შეიძლება, გზავნოს იარაღი ქალების, ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი