“ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება”-ზურაბიშვილი თემურ ქათამაძეზე

“არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება”.

– საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში “ბათუმელი მედროშის”, რეჟიმის პატიმრის თემურ ქათამაძის შიმშილობასთან დაკავშირებით წერს.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. ის 36-ე დღეა შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიქურდოვანიძე: 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და არაკონსტიტუციურია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად