ამ ქვეყანაში მეფეც და მეფისნაცვალიც არის ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად, როგორც მას მოუნდება ისე წყდება

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

თამარ კორძაია აცხადებს, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივა კონსტიტუციურ უმრავლესობასთან შეუთავსებელია.

„ამ ქვეყანაში მეფეც და მეფისნაცვალიც არის ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად, როგორც მას მოუნდება ისე წყდება და ამ ცვლილებების რეალისტობის იმიტომ არ სჯერა არავის. თავისთავად, მცირე მთავრობის იდეა არ ნიშნავს რაოდენობრივ სიმცირეს ან თუნდაც, საბიუჯეტო ხარჯვის სიმცირეს. ეს გაცილებით უფრო ღრმაა, კარგი იდეაა, რომელსაც არ ახორციელებენ არსად შუა საბიუჯეტო წელს, ეს ერთი საკითხი. მეორე, მცირე მთავრობის იდეა შეუთავსებელია კონსტიტუციურ უმრავლესობასთან და აქედან გამომდინარე, განუხორციელებელია,“ – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატია“დავანგრიოთ ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა” – მალხაზ მაჩალიკაშვილი