ამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავსი დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა-თინა ხიდაშელი

ამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავსი დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა-ამის შესახებ თავდაცვია ყოფილმა მინისტრმა გახარიას კომენტარის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,ორი სიტყვა გახარიას პასუხზე:
1. ის იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენი.
ამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავს დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა. უფრო მეტიც მისი უფლებამოსილებების ვერ გაცნიებერებას აჩვენებს.
შსს მინისტრი მორალის პოლიცია არ არის, ის კნაონის აღსრულებისთვის არსებობს. ბიზნესმენისთვის პრივილეგიის მინიჭება კი, რომელიც თურმე უნდა დასრულდეს ჩვეულებრივი სამართლებრივი კატეგორიაა.

ვისგან იყო პრივილეგირებული?
რაში?
სად გამოიხატა პრივილეგია?
და თუ გამოიხატა კანონი დარღვეულა და ვინ არის დასჯილი ამისთვის?

2. თუ ეს ფრაზა ისე, კვიმატად თქვა, მედიის ასატაცებლად მაშინ ისევ იქ ვართ, ხაზარაძემ რომ თქვა დღეს კაგებეშნიკურ რეპუტაციის შელახვის კამპანიაში, და სხვას კი არაფერს ედავებიან ხელისუფლებას ამ ეტაპზე.

3. როდესაც შსს მინისტრი ხარ და დანაშაულს გაბრალებენ, თან მრავლობითს (მუქარა, კიბერ დანაშაული) იქით კი არ იმუქრებოდე მშვიდად უნდა სცემდე პასუხს. არც ის მომენტია ეხლა რომ ჟურნალისტმა გამოგძალოს პასუხი ყვავილებზე საუბრისას.”-წერს ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წინა პრემიერის დროს კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი, რომ არ მოგვეწერა, ახლა აქ არ ვიქნებოდით
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს