“ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი,”

“ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი,”- ეს განცხადება გიორგი ღვინიაშვილმა გააკეთა.

გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკურ დვნაზე ისაუბრა.

„ბატონო პრეზიდენტო მე არ გამიგია თქვენი ამაღლებული ხმა, როდესაც თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ დეპუტატებს და ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. ამ შენობის წინ, როდესაც სამი ახალგაზრდა სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მშვიდობიან აქციაზე იდგა, ეს ხალხი დაიჭირეს და დააპატიმრეს, ამაზეა ლაპარაკი, რომ ამ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებია, რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და არის შერჩევითი სამართალი, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მოძალადეობა უნდა დაისაჯოს, ოღონდ არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კანონის მიხედვით, მეოთხე „საუკეთესო წელი“ იწყება… ბატონო პრეზინდეტო თქვენ ყველაფერს არ აკეთებთ, რომ ეს ფატები მაქსიმალურ შემცირდეს,”- განაცხადა ღვინიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ქვეყნის უბედურებაა, რომ 4 წლის თავზე მთავარ მიღწევად პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება სახელდება”
შემდეგი სტატია“ხალხის კუთვნილი ფულები იფლანგება და ამ ადამიანებზე არანაირი რეაგირება არ ხდება”