საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_ კლასიკურ ამერიკულ ფილმში “სერპიკო”, რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე ბულგარეთში და ეს იყო პირველი ფილმი, რომელსაც ორიგინალში, ინგლისურად ვუყურე, ჰყვებიან ასეთ იგავს – იყო მეფე ვინც თავიდან ყველა მაცხოვრებელს უყვარდა. სამეფოს შუაგულში იყო ჭა, რომლიდანაც ყველა სვამდა. ერთ დღესაც ეს ჭა ბოროტმა ჯადოქარმა მოწამლა.
ხოდა ბოროტი ჯადოქარი არის ივანიშვილი, პატარკაციშვილი, “იმედი”. მე კი ის მმართველი ვიყავი, რომელმაც იგავის მეფისგან განსხვავებით, მაინც უარი თქვა მოწამლული ჭიდან დალევაზე, ასევე უარი თქვეს ჩემი მომხრეების უმრავლესობა. ხოდა ამ პოსტის წაკითხვისას, არ იფიქროთ მიშა ციხეში გაგიჟდაო.















