10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას” – თურქეთის საელჩოს სამძიმარი საქართველოს

თურქეთის საელჩო საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. შესაბამისი განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას”. – წერია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ილია II-ის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას” – აშშ-ის საელჩოს სამძიმრის წერილი
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: “ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა”