ამ მთავრობის ხელში, ჩვენს ქვეყანას, ანაკლია არ ეღირსება – მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პროექტის მეორე სიცოცხლე – ხელისუფლება ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ხელახალ ტენდერს აცხადებს. პრემიერმინისტრმა ეს დავალება დღეს ეკონომიკის მინისტრს მისცა, რითიც ამ სტრატეგიული პროექტის ირგვლივ ახალი კითხვები გააჩინა. რატომ მიიღო “ქართული ოცნების” მთვრობის მეთაურმა ასეთი გადაწყვეტილება და რა როლი აქვს ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს? ხომ არ შეარჩია უკვე კონკრეტული ინვესტორი ოლიგარქმა და როგორ შეიძლება პროექტის განახლება, მაშინ როდესაც მის ირგვლივ სასამართლო დავა მიმდინარეობს.

როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი და პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, “ამ მთავრობის ხელში, ჩვენს ქვეყანას, ანაკლია არ ეღირსება”.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, კერძო ინვესტიციას, სადაც 75 მლნ დოლარის კერძო უცხოური ინვესტირება ჩადეს ანაკლიის გარდა. მე არ მახსენდება ასეთი პროექტი.. და იყო დარჩენილი სულ ბოლო ნაბიჯი, არსებობდა ორი კონკრეტული ინვესტორი, რომელიც დღესაც არსებობს. ერთი გააძევეს, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა განაცხადი შემოტანილი 50 მილიონის ინვესტირებაზე, რომელიც გააძევეს და უზარმაზარი შავი პიარი ჩაურთო “ქართულმა ოცნებამ”. და მეორე, ამერიკული კომპანია, რომელსაც უბრალოდ მოწვევის წერილი არ მისცეს, რომ დარწმუნებულიყო ეს კომპანია ჩვენი მთავრობის კეთილ განზრახვაში. ამას დაემატა ჩემსა და ბადრის ჯაფარიძის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდება.. რაღაც 12 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდება დააყენეს წინა პლანზე. ახალი ინვესტოპრი არ მოვა ამ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იგივე პოლიტიკის გატარებას, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მთავრობის ხელში ანაკლია არ ეღირსება, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად