ამ მომენტისთვის კომპრომისი არ არსებობს, უნგრეთის პოზიცია მარტივია, თავდაპირველად ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და შემდეგ სანქციები – ორბანი

სანქციების ხუთი პაკეტი სხვაგვარად იყო მიღებული, ჯერ სანქციებს ვიღებდით, შემდეგ ვფიქრობდით შედეგებზე და ვცდილობდით გამოსავლის პოვნას, მაგრამ რადგან მეექვსე პაკეტი ენერგორესურსებს ეხება, ეს უფრო სახიფათო და სერიოზულია. ამიტომ უნდა შევცვალოთ მიდგომა, ჯერ ვიპოვოთ გამოსავალი და შემდეგ – სანქციები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან, მხარი დაუჭირონ სანქციების მეექვსე პაკეტს, თუ იქნება წარმოდგენილი გამოსავალი უნგრეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებაზე.

„ამ მომენტისთვის კომპრომისი საერთოდ არ არის. შეთანხმება არ არსებობს. მე ახლახანს ავიღე ტექსტი და რა თქმა უნდა, შეთანხმება არ არის. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და ეს ხდება ევროკომისიის უპასუხისმგებლო ქცევის გამო. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ კომისიის მიერ არ იქნება წარმოდგენილი არანაირი წინადადება ენერგორესურსებზე, რაც არ არის სათანადოდ შეთანხმებული ევროკავშირის წევრებს შორის და ახლა სრულიად მოულოდნელად გვაქვს საუბარი ნავთობის ემბარგოზე, თან ისე, რომ არ არის გაცემული კითხვები უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე. ეს სიტუაცია არის რთული და არის ევროკომისიის მიერ შექმნილი. პასუხისმგებელობა იმაზე, რომ სანქციებზე შეთანხმება არ არსებობს, ეკისრება ევროკომისიას. უნგრეთის პოზიცია მარტივია – თავდაპირველად ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და შემდეგ სანქციები. ამ დრომდე სანქციების 5 პაკეტი სხვაგვარად იყო მიღებული. ჯერ სანქციებს ვიღებდით და შემდეგ ვფიქრობდით შედეგებზე და ვცდილობდით გამოსავლის პოვნას, მაგრამ რახან მეექვსე პაკეტი ეხება ენერგორესურსებს, ეს უფრო სახიფათო და სერიოზულია. ამიტომ უნდა შევცვალოთ მიდგომა. ჯერ ვიპოვოთ გამოსავალი და შემდეგ სანქციები. ახლა წარმოდგენილი წინადადება არ არის კარგი. ჩვენ მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი მეექვსე პაკეტს, იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდეგნილი გამოსავალი უნგრეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებაზე.

მილსადენით მიწოდებული ნავთობის სანქციებიდან გამორიცხვა არ არის ცუდი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ თუ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეწყდა, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ გვექნება საშუალება, ნავთობი სხვა გზებით მივიღოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

banner
წინა სტატიაშინავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს, ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები – შოლცი
შემდეგი სტატიაუკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს – უკრაინის გვერდით ვდგავართ და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ – ზურაბიშვილი