ამ მოგონილი ამბით, გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების სკანდალის გადაფარვა დავინახე – მარგველაშვილი

სახელისუფლებო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი იქნება, თავად მარგველაშვილი ეხმაურება. ამბობს, რომ აქ სიმართლე ნახევარი პროცენტიც კი არაა და ამ საკითხზე საუბარი ხუმრობითაც კი არ ყოფილა.

“გუშინ ისეთი ჩანაწერები იყო მედიაში, ჩვეულებრივ მე ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს არ ვაკეთებ, აქედან გამომდინარე, კომენტარს ვაკეთებ იმაზე, რომ ამის გადაფარვა დავინახე, ამ სკანდალის გადაფარვის საჭიროება დავინახე ამ მოგონილი ამბით. იმიტომ რომ, ეტყობა ძალიან სერიოზული ამბავია მათთვის და თუ რეალობაა, ისედაც ძალიან მძიმე ამბავია სანქცირებული რუსი ოლიგარქების მიერ საქართველოში სავარაუდო ფულის გათეთრება ძალიან სერიოზული ამბავია. ეს არის რაღაცა სევდიანი ამბავი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც უნდა გამხდარიყო ერის მამა და ისევ რუსული ფულის მაყურებელია დღესაც, როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, – ამბობს მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა
შემდეგი სტატიასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადები იცვლება