10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას”- სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო ჯურიჩი მაკა ბოჭორიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს უგზავნის.

“თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და, პირადად, ჩემი სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვოთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა საქართველოს საპატრიარქო ტახტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, სამონასტრო საზოგადოებასა და მოძმე ქართველ ხალხს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში. ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი სამძიმარი,” – ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიირანში 19 წლის სპორტსმენი საჯაროდ ჩამოახრჩვეს
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი 21-23 მარტს საქართველოში