ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად – ვაკის გამგებლის მოადგილე

ვაკის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

“რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს”- თქვა მან მოსამართლის წინაშე.

“მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას, ამიტომ გავემგზავრე თბილისიდან.

რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს. ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ სწორად მოვქცეულიყავი.

ამგვარი შეტევები ჩემზე მიმდინარეობს ორი წელია, ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი შემოდის და ვითომ ინვესტორი და მშენებელი, მიწყებს მოლაპარაკებებს ვითომ რაღაცაზე, ვაგდებ ოთახიდან ამ ადამიანებს.

ორი წელია მაქსიმალურ სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ. რაც ეხება წყალტუბოს, ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ოთხი წელი ვიყავი იქ, ავაშენე უამრავი რამ, პრომეთეს მღვიმე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ინვესტორს, რომ როგორმე წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ არის ჩემი დანაშაული, მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.

მინდა ბოდიში იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედავთ, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემი რეკომენდატორები არიან. ცხოვრებაში ავტომანქანის მართვისას სიჩქარე არ გადამიჭარბებია, კანონით ვცხოვრობ. მე ჩემ ოჯახს ვერ შევარცხვენ, ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად, მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით“,- განაცხადა ბრალდებულმა.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროკავშირს ახალი ინიციატივით მიმართავს – საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას
შემდეგი სტატიაკობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა გეგიძეს და ეკა ბესელიას ბოდიშები უხადა – დავით ჭიჭინაძე