ამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები ტოტალიტარული რეჟიმის გამოვლინებაა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის კიდევ ერთი საწინააღმდეგო ნაბიჯია – წერეთელი

მოსმენების ფაქტი, რომელიც გახდა ცნობილი, მკაფიო დადასტურებაა, თუ რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ტელევიზიაში მოსმენების ფაილების გავრცელებას.

მისი თქმით, ეს არის ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინება.

„საზოგადოებას ახსოვს არასამთავრობო სექტორის, მედიის და მათ შორის, ოპოზიციის ძალიან დიდი ბრძოლა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან კანონის მონოპოლიზება ხდებოდა. მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს მოსმენებისთვის ყველანაირ კარს გახსნიდა და ჩვენ ამას ვხედავთ დღეს, რომ არ გავა წელი ასეთი სკანდალი რომ არ იყოს. ვხედავთ უკვე, რომ ჟურნალისტების არა მხოლოდ პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი, არამედ უკვე მათ სამუშაო ოთახებში ჩაწერებზე და ა.შ.

მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ მხარი დაგვიჭირონ ევროინტეგრაციის პროცესში, ხელისუფლება მუდმივად საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის გამოვლინება და ინდიკატორი, როდესაც ხდება ამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას – საგარეო უწყება
შემდეგი სტატიარომ არ იყოს ეჭვები ან გადაჭარბებული შეფასებები, საჭიროა შეერთებული შტატების ელჩმა გასცეს კონკრეტული და გასაგები პასუხი -ხუნდაძე მოსამართლისთვის შესაძლო პრობლემების შექმნაზე