ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანა არის უკიდურეს კრიზისში და ის არასწორი მიმართულებით ვითარდება – თარხნიშვილი NDI-ის კვლევაზე

“ევროპული საქარველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ეხმაურება.
თარხნიშვილის თქმით, ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანა უკიდურეს კრიზისშია და ის არასწორი მიმართულებით ვითარდება.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების პროპორცია, ვინც არ პასუხოსბ გამოკითხვას, საკმაოდ დიდია, შესაბამისად, პარტიულ რეიტინგებზე საუბარი ამ კვლევით უხერხულია.

„ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანა არის უკიდურეს კრიზისში, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, არ არის დემოკრატია, ხალხისთვის მთავარი პრობლემებია უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება, ასევე ფასების მომატება და ეს ყველაფერი ერთად ანახებს იმას, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაშია ქვეყანა და ამას ემატება უიმედობა და პოლარიზაცია.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპული საქართველო და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი მივიჩნევთ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები და სწორედ მას შეუძლია ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან და დაიწყოს განვითარება.
მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული, უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომლებიც არ პასუხობენ კითხვაზე და ეს გასაგებია, რადგან ისედაც საეჭვო ვითარებაა, ამას ემატება სატელეფონო გამოკითხვა და ზოგაგად, ეს პრობლემა არის NDI-ის კვლევების პრობლემა, რასაც თვითონ ჩამტარებლებიც აღიარებენ.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ სხვა საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ დოკუმენტს განიხილავენ